logo_geo
eng_logo
სერგი კაპანაძე და გიორგი ბოკერია აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციას შეხვდნენ
- +

13 აგვისტო. 2019. 13:35

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე და ფრაქცია „ევროპული საქართველოს წევრი გიორგი ბოკერია აშშ-ის კონგრესის (წარმომადგენელთა პალატის)  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციას შეხვდნენ.

 

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ  ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე, ნატოსთან ურთიერთობაზე, ამერიკასთან ურთიერთობასა და ევროინტეგრაციაზე, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ გამოწვევებზე: რა საკვირველია, დემოკრატიის კუთხით, ძალადობასთან დაკავშირებით,  მათ შორის, 20 ივნისის მოვლენების კონტექსტში, და ზოგადად იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებაში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ შეხვედრის შემდეგ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner