logo_geo
eng_logo
ნინო ბურჯანაძე: „რუსთავი 2“-ის ყურება 16 წლამდე ბავშვებისთვის მავნებელია
- +

13 აგვისტო. 2019. 13:47

 

„ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „პრაიმტაიმთან“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში არხის „რამდენიმე წამყვანმა სახე დაკარგა“ და მათ ანტისახელმწიფოებრივი როლი ითამაშეს.

 

„ძალიან სამწუხაროა, რომ მართლა კვალიფიციური ტელევიზია გადაქცეული იყო „ნაციონალური მოძრაობის“  პარტიულ ტელევიზიად. რამდენიმე წამყვანმა სახე დაკარგა და ლამის 16 წლამდე ბავშვებისათვის ამ ტელევიზიის ყურება მავნებელი იყო.  ლექსიკა,  რომელიც ამ ტელევიზიაში გამოიყენებოდა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ფაქტმა, რომელსაც  „რუსთავი 2“-ზე  ჰქონდა ადგილი,  ანტისახელმწიფოებრივი როლი შეასრულა და ძალიან სერიოზულად დააზარალა სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები. ტელევიზია ვალდებულია დაიცვას ეთიკის ნორმები. სამწუხაროდ, „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლების ნაწილმა ეს პრინციპი სერიოზულად დაარღვია და ამან თავად „რუსთავი 2“ დააზარალა.  ფაქტი, რომელიც გაბუნიას გადაცემაში იყო, ეს შეურაცხყოფს ყველა ნორმალურ და კულტურულ ადამიანს“, - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner