logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: ვხედავთ, რომ ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების საფრთხეების პრევენციის სისტემა ეფექტურია
- +

13 აგვისტო. 2019. 17:53

 

„ვხედავთ, რომ ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების საფრთხეების პრევენციის სისტემა ეფექტურია“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

„ბიუჯეტის ფული - ეს მოსახლეობის ფულია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ეფექტურად იყენებს ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების საფრთხეების პრევენციის პოლიტიკას და სახეზეა, რომ ეს სისტემა ეფექტურია“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია.

 

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა გახსნა. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიხეილ ონიანმა ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიების ფარგლებში მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner