logo_geo
eng_logo
საქართველოს უნგრეთის პრეზიდენტი ეწვია
- +

4 სექტემბერი. 2019. 20:44

 

საქართველოს უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი ეწვია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო უწყების წარმომადგენლები დახვდნენ.

 

შეხვედრების ოფიციალური ნაწილი 5 სექტემბერს დაიწყება. იანოშ ადერი პრეზიდენტის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის პრესკონფერენცია გაიმართება.

 

ვიზიტის ფარგლებში იანოშ ადერი საოკუპაციო ხაზსაც მოინახულებს.

 

დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთანაც.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner