logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა, ხელისუფლებაში მოსულიყო და გაეერთიანებინა ოპოზიცია
- +

5 სექტემბერი. 2019. 00:56

 

„ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ფილანტროპიულ საქმიანობასა და მეცენატობას ეწევა, მაგრამ ფულს არ აკეთებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა „ფიგაროსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ფიგაროს“ ჟურნალისტი დაინტერესდა რას უპასუხებდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას.

 

„რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადამიანი პოლიტიკურად? დიახ, ის მნიშვნელოვანია. ივანიშვილმა მოახერხა, ხელისუფლებაში მოსულიყო და გაეერთიანებინა ოპოზიცია, რომლის რაოდენობაც იზრდებოდა. მან ეს ნამდვილად იმიტომ მოახერხა, რომ ფული ჰქონდა. ის დღესაც არის უმრავლესობის პარტიის სათავეში და შესაბამისად, გავლენაც აქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

სალომე ზურაბიშვილის „ფიგაროსთან“ ინტერვიუს თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner