logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ჩემი გამოწვევა პირველ რიგში არის საქართველოს ევროპაში შეყვანა
- +

5 სექტემბერი. 2019. 10:35

 

„პრეზიდენტის პოსტი და ეს საპრეზიდენტო ვადა ჩემთვის ბოლოა, ვინაიდან არ ვაპირებ სხვა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას, ეს კიდევ უფრო დიდ დამოუკიდებლობას მანიჭებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა „ფიგაროსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ფიგაროს“ ჟურნალისტი დაინტერესდა, რა გამოწვევებს ხედავს სალომე ზურაბიშვილი მის წინაშე დღეიდან საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე.

 

„ეს გამოწვევა, პირველ რიგში, საქართველოს ევროპაში შეყვანაა, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ევროპის კავშირი ჩვენს აბსოლუტურ მიზანს წარმოადგენს. ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, მინდა, ასევე გადავჭრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის საკითხიც. მინდა, რომ იქ შესვლის საშუალება გვქონდეს, რათა ასე სრულად პარალიზებული აღარ ვიყოთ. გარდა ამისა, მსურს გავაგრძელო საზოგადოების გარდაქმნა, რათა საბოლოოდ გამოვიდეთ იმ ცნობიერებიდან, რომელიც საბჭოთა წარსულის ნაკვალევს ატარებს. პრეზიდენტის პოსტი და ეს საპრეზიდენტო ვადა ჩემთვის ბოლოა, ვინაიდან არ ვაპირებ სხვა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას. ეს კი კიდევ უფრო დიდ დამოუკიდებლობას მანიჭებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner