logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: შსს-ში მიმდინარეობს ე.წ. „სისტემური განახლების“ პროცესი, რომლის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- +

5 სექტემბერი. 2019. 10:52

 

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ე.წ. „სისტემური განახლების“ პროცესი

წარმოგიდგენთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიახლეებს, რეფორმებს, თუ რა გატარდა აქამდე და მომავალში რა იგეგმება”, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

“ჩვენი მიზანია ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და, ამავდროულად, მოქალაქეების მხრიდან სამართალდამცავი სტრუქტურის მიმართ ნდობის შემდგომი ამაღლება.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ამ მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ე.წ. „სისტემური განახლების“ პროცესი, რომლის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფა. სისტემური განახლება მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს, ასევე შინაარსობრივ და საკანონმდებლო ცვლილებებს. ამასთან, თითოეული ცვლილება ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა საპოლიციო საქმიანობის ხარისხი, ადამიანის უფლებები და ეფექტიანობა.

სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები შეეხება სამინისტროს ყველა ძირითად საპოლიციო დანაყოფს, როგორიცაა: კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია. რეფორმირების პროცესში ხორციელდება სისტემის სრული ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და საკანონმდებლო ბაზის დახვეწა”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner