logo_geo
eng_logo
მომავალ კვირაში სერბეთში ქართული მოდელის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება
- +

5 სექტემბერი. 2019. 11:10

 

 

„მომავალ არჩევნებამდე, 2020 წლის ბოლომდე იუსტიციის სახლები ბოლნისში, წყალტუბოში, სამტრედიაში, გარდაბანში, ქარელში, ზესტაფონში, ხაშურსა და ახმეტაში გაიხსნება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

 

„ჩვენ პრაქტიკულად 2020 წლის არჩევნებზე ვიტყვით, რომ საბჭოთა ინფრასტრუქტურა იუსტიციის ტერიტორიულ სამსახურებში დასრულდა და მთელი საქართველო იქნება დაფარული ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურით“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

ამასთან, მისი თქმით, იუსტიციის უწყებამ საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციის სერბეთში ექსპორტი განახორციელა.

 

„სერბეთში ჩვენ გავაკეთეთ ექსპორტი ჩვენი საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციის და სერბეთის ერთ-ერთ დაბაში მომავალ კვირაში ჩვენ გვექნება პატივი, გავხსნათ სწორედ ქართული მოდელის საზოგადოებრივი ცენტრი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მას მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში მოუსმინეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner