logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: ჩვენთვის პრიორიტეტულია საგამოძიებო რეფორმის წარმატებით განხორციელება, რაც უზრუნველყოფს გამოძიების ხარისხის ამაღლებას
- +

5 სექტემბერი. 2019. 11:11

 

 

„რაც შეეხება საგამოძიებო სისტემის რეფორმას, იგი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს. უპირველეს ყოვლისა, კრიმინალურ პოლიციაში მიმართულებების გამიჯვნის პარალელურად, უნდა გაიზარდოს არსებულ გამომძიებელთა კვალიფიკაცია და სისტემაში ინტენსიურად მოხდეს ახალგაზრდა, მოტივირებული კადრების მოზიდვა და მათი პროფესიული მომზადება. ამ მიზნით, შსს აკადემიას შემუშავებული აქვს შესაბამისი სასწავლო მოდულები, გამომძიებელთა გადამზადება ინტენსიურად მიმდინარეობს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„საგამოძიებო სისტემის რეფორმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნა. რეფორმის მიზანია გამოძიების პროცესში გამომძიებლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და გამოძიების ხარისხის ამაღლება, საპროკურორო ზედამხედველობის ეფექტიანობის გაზრდის პარალელურად. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში,  ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მომზადებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტი და სამოქმედო გეგმა. ჩვენთვის პრიორიტეტულია აღნიშნული რეფორმის წარმატებით განხორციელება, რაც უზრუნველყოფს გამოძიების ხარისხის ამაღლებას.

 

საგამოძიებო სისტემის რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად, განსაკუთრებით გარდამავალ პერიოდში, მნიშვნელოვანია სისტემის შიგნით, ცენტრალიზებულ დონეზე, გამოძიების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა, რომელიც გამოძიების პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებისა და მათი დროული აღმოფხვრის შესაძლებლობას გააჩენს. 

 

 

სწორედ ამ მიზნით, გაფართოვდა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი და იგი გარდაიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტად, რომლის ძირითად ფუნქციად  სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიების ხარისხის მონიტორინგი განისაზღვრა. ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება გამოძიების ხარისხის მონიტორინგის სისტემის შემდგომი განვითარება და, ამ მხრივ, სამინისტროში დაწყებული რეფორმების გაგრძელება“, - განაცხადა გომელაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner