logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: ვგეგმავთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას
- +

5 სექტემბერი. 2019. 11:17

 

 

„საპატრულო პოლიციის შემდგომი განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტულია. ამასთანავე, ჩვენ ვგეგმავთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას, რათა საპატრულო პოლიციის საქმიანობის ეფექტური დაფარვის არეალი მაქსიმალურად გაიზარდოს. აღნიშნული ხელს შეუწყობს საპატრულო პოლიციის ფუნქციების გაძლიერებას როგორც რეაგირების, ასევე პრევენციული მუშაობის კუთხით“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„საპატრულო პოლიციის სერვისების განვითარების მიზნით, ავამოქმედებთ ექსპრეს მომსახურების მობილურ სერვის ცენტრებს ისეთ რაიონებში, სადაც შეზღუდულია საპატრულო პოლიციის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

 

საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით, ვგეგმავთ მობილური აპლიკაციის შექმნას, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დააფიქსიროს და მიაწოდოს საპატრულო პოლიციას მის მიერ გამოვლენილი საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები“, - განაცხადა გომელაურმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner