logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ჩვენი მიზანია, სრულად ან ეტაპობრივად გადავიდეთ საკონტრაქტო სამსახურზე...
- +

5 სექტემბერი. 2019. 11:22

 

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წვევამდელებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი უწყების მიზანია სრულად ან ეტაპობრივად გადავიდეს საკონტრაქტო სამსახურზე.

 

მისი თქმით, წვევამდელების საკითხი ყველაზე დიდი პრობლემაა.

 

„იმისთვის, რომ ციხეების გარე პერიმეტრი დავიცვათ, უსაფრთხოება დავიცვათ 15 პენიტენციური დაწესებულების დღეს ჩვენ დაახლოებით გვჭირდება 1500 წვევამდელი, რადგან სისტემაში მუშაობს წვევამდელის სისტემა. დღეს ჩვენ გვყავს 411 წვევამდელი. მე არ ავხსნი, რადგან არ არის საჭირო, ეს რას ნიშნავს და რა რისკებთან ვდგავართ. ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ სრულად ან ეტაპობრივად გადავიდეთ საკონტრაქტო სამსახურზე. ეს მოითხოვს თანხებს. ჩვენ შეგვიძლია, თუ ნოემბრის საბიუჯეტო კანონი და თქვენი მხარდაჭერა იქნებოდა და ამის საშუალებას მოგვცემდა, მთლიანად გადავიდეთ გაისად საკონტრაქტო სამსახურზე ან ორ დაწესებულებაში მაინც“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა საპილოტე რეჟიმში მაინც უნდა დაიწყოს.

 

„თუ საპილოტე რეჟიმში არ ჩავრთეთ ეს რეფორმა, საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლა, 1500 პირის ნაცვლად გვიცავს 411 წვევამდელი, რომლებსაც ასევე მივესალმები. უნდა ვაღიარო, მათ არ უხარიათ ჩვენთან სამსახური, მაგრამ ჩვენ თუ წვევამდელის რეჟიმზე დავრჩებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ  ახალგაზრდებს ჩვენთან ჯარში სამსახური უხაროდეთ. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და მე ყველაფერს გავაკეთებ, ჩემს კოლეგებთან ერთად, ახალ თავდაცვის მინისტრთან ერთად, ამ პრობლემაზე ვიმუშაო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner