logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: გაღრმავდება საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორებთან არსებული წარმატებული თანამშრომლობა
- +

5 სექტემბერი. 2019. 11:35

 

„გაღრმავდება საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორებთან უკვე არსებული წარმატებული თანამშრომლობა, რაც უმნიშვნელოვანესია რეფორმების ეფექტიანი განხორციელების პროცესში“, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

 

„გაძლიერდება ორმხრივი საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით.

 

გარდა ამისა, საქართველო-ევროკავშირის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემების და რისკების შემცირების მიზნით, გაგრძელდება წარმატებული საპოლიციო თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ასევე მიგრაციის ეფექტიანი მართვა და რეადმისიის ხელშეკრულების აღსრულება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner