logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს პოლიტიკის ურყევ პრიორიტეტად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რჩება
- +

5 სექტემბერი. 2019. 11:43

 

„საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მტკიცე, ურყევ პრიორიტეტად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რჩება“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის ძალების მთავარი მიზანი NATO-სთან მაქსიმალური თავსებადობის მიღწევა იქნება.

 

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მტკიცე, ურყევ პრიორიტეტად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რჩება. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელოვანი, ისტორიული შედეგი სახეზე გვაქვს. ევროპამ, შეიძლება ითქვას, რომ ფართოდ გაგვიხსნა საზღვრები და უმაღლეს შეფასებას აძლევს ჩვენს წარმატებას. მოგეხსენებათ, გვაქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებამდე ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ საკუთარი ძალებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით, ეტაპობრივად მოვახდინოთ ქვეყნის თავდაცვის ძალების განვითარება და NATO-სთან მაქსიმალური თავსებადობის მიღწევა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner