logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: ჩვენთან ოპოზიციას თეატრის დასის ფუნქცია აქვს შეთავსებული
- +

5 სექტემბერი. 2019. 11:45

 

„ჩვენთან ოპოზიციას თეატრის დასის ფუნქცია აქვს შეთავსებული, სანახაობებსა და შოუებს დგამენ“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ განაცხადა კომიტეტების სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების დაუსწრებლობასთან დაკავშირებით.

 

მისი შეფასებით, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ოპოზიციას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა დემოკრატიის განვითარებისთვის, რომ მან აკრიტიკოს ხელისუფლება, კონკრეტული პროგრამები და ამით აღმოიფხვრას ხარვეზები.

 

„ჩვენთან სამწუხაროდ, ოპოზიციას აქვს თეატრის დასის ფუნქცია შეთავსებული. ისინი დგამენ სანახაობებს და დგამენ შოუებს. სამწუხაროდ, მათ ოპოზიციისა და თეატრის ფუნქციები ერევათ ერთმანეთში“, – განაცხადა კილაძემ.

 

უკვე მეორე დღეა, პარლამენტის კომიტეტებში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. კომიტეტების სხდომებს „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები არ ესწრებიან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner