logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: კიდევ უფრო ბევრს გავაკეთებთ, რომ ჩვენი საამაყო თავდაცვის ძალები გახდეს კიდევ უფრო ძლიერი
- +

5 სექტემბერი. 2019. 11:45

 

 

„ჩვენ გავაგრძელებთ დაწყებულ რეფორმებს, კიდევ უფრო ბევრს გავაკეთებთ და მჯერა, რომ ყველა ერთად, თქვენი მხარდაჭერით, თქვენი გვერდში დგომით ჩვენი ჯარი, საამაყო თავდაცვის ძალები გახდება კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

 

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ლევან იზორიას საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა.

 

„მინდა, სიტყვა დავიწყო ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიასთვის მადლიერებისა და მადლობის გამოხატვით. მინდა, მას მადლობა გადავუხადო ძალიან ნაყოფიერი მუშაობისთვის, რომელიც გასწია თითქმის სამი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში. მას და მის გუნდს ვუსურვებ წარმატებას. რაც მოვისმინე, ძალიან ბევრი გააკეთა ამ სამინისტროში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner