logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: ვგეგმავთ სახანძრო-სამაშველო ობიექტების მშენებლობას, წლის ბოლომდე სამსახური აღიჭურვება 30 ერთეული სახანძრო-სამაშველო მანქანით
- +

5 სექტემბერი. 2019. 11:51

 

 

„მინდა შევეხო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია  ჩვენს ქვეყანაში და ძალიან მაგარი ადამიანები მუშაობენ ამ სამსახურში. სადაც ყველაზე ცხელი წერტილია, ეს ადამიანები იქ არიან. მე მახსოვს, მინდა ხაზი გავუსვა, ბერი სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ორმხრივი ცეცხლის დროს როგორ აქრობდნენ მეხანძრეები ბინებზე წაკიდებულ ცეცხლს. მართლა ასე იყო, მეორე უცებ შევძელით, ცალ მხარეს გავაჩერეთ, თუმცა იქედან მაინც ისროდნენ, ეს ადამიანი იდგნენ  და აქრობდნენ. მართლა გმირები არიან და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც იქ იდგა და ამას აკეთებდა. მაშინ არ მქონდა საშუალება რომ მადლობა გადამეხადა მათთვის“, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

 

„საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით ეფექტიანობის გაზრდისთვის დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საოპერაციო რესურსების განვითარება, მზადყოფნის დონის ამაღლება და რეაგირების ხარისხის გაზრდა.

 

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ აღჭურვას. ვგეგმავთ სახანძრო-სამაშველო ობიექტების მშენებლობას ანაკლიაში, ზუგდიდში, მარტვილში, სიღნაღში, ბორჯომში, ჩოხატაურში, ჩხოროწყუსა და აბასთუმანში. ასევე, წლის ბოლომდე სამსახური აღიჭურვება 30 ერთეული სახანძრო-სამაშველო მანქანით. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბატონმა ირაკლიმ კარგად იცის, როგორ გვიჭირს ამ მიმართულებით და რა ძვირი ღირს თითოეული ეს მანქანა, სპეცმანქანებია და  ძალიან კარგია, რომ ეს უკვე დაგეგმილია, შესყიდულია და წელს უკვე ჩამოვა და დაურიგდება სხვადასხვა ქალაქს.

 

ჩვენი ამოცანაა, რომ რესურსები მივმართოთ არა მხოლოდ სამსახურის ტექნიკური და ტექნოლოგიური აღჭურვისა და განვითარებისკენ, არამედ მეხანძრე მაშველების კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათთვის სოციალური გარანტიების გაძლიერებისკენ. ამ მიმართულებით ევროკავშირთან ერთად ვიმუშავებთ მეხანძრე-მაშველებისთვის სპეციალური სასწავლო მოდულის შემუშავებაზე, რომელიც ჩამოყალიბდება, როგორც სისტემაში ახალმოსული პირებისთვის საბაზისო სასწავლო კურსი“, - განაცხადა გომელაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner