logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: საქართველო აზერბაიჯანთან და თურქეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს
- +

5 სექტემბერი. 2019. 12:14

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო აზერბაიჯანთან და თურქეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

 

ამის შესახებ ზალკალიანმა პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, თბილისში, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი.

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ საქართველო აზერბაიჯანთან და თურქეთთან ენერგეტიკულ და სატრანზიტო მნიშვნელობის პროექტებში აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner