logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: რეფორმების და სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისად მიმდინარეობს და იგეგმება საკანონმდებლო ბაზის დახვეწა
- +

5 სექტემბერი. 2019. 12:17

 

„სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისად მიმდინარეობს და იგეგმება საკანონმდებლო ბაზის დახვეწა“, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

 

„საკანონმდებლო ცვლილებები შეეხება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მარეგულირებელ კანონმდებლობას, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას, ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას, ცივი იარაღის ბრუნვის ეფექტიან რეგულირებას და ა. შ. ჩემთვის ეს სამინისტრო ძალიან ახლობელია არ არის უცხო, მრავალი წელი ვიმუშავე, მივალ კიდევ უფრო კარგად გავეცნობი, ბევრი სიახლეა, 4 წელია რაც წამოვედი იქიდან, რაც გადავხედე ძალიან ბევრი გაკეთდა, ბევრი სიახლეა და ამას გავაგრძელებთ აუცილებლად“, - განაცხადა გომელაურმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner