logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის სამინისტროს მიზანს წარმოადგენს მდგრადი, ეფექტური და ქმედითი თავდაცვის სისტემების ჩამოყალიბება
- +

5 სექტემბერი. 2019. 12:28

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებთან გამკლავება მხოლოდ მდგრადი, ეფექტური და ქმედითი თავდაცვის სისტემებით არის შესაძლებელი.

 

„არსებულ საფრთხეებთან გამკლავების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზანს წარმოადგენს მდგრადი, ეფექტური და ქმედითი თავდაცვის სისტემების ჩამოყალიბება. ამ მიზნის მიღწევის გზაზე ვხელმძღვანელობთ დემოკრატიული პრინციპებითა და დასავლური ღირებულებებით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

 

მისი თქმით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

 

„საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება, მინდა, მკაფიოდ და ხაზგასმით აღვნიშნო, არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და მიზნად ისახავს მხოლოდ თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდას და ემსახურება ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას. მწამს, რომ აღნიშნული როგორც რეგიონის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესში უნდა შედიოდეს. სწორედ NATO-სთან და პარტნიორ ძალებთან თანამშრომლობა წარმოადგენს ჩვენი თავდაცვითი ძალების განვითარების მთავარ ქვაკუთხედს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner