logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ სპეციალური პროგრამაა შესაქმნელი, რომელიც ახალგაზრდებს ჯარში სამსახურის მოტივაციას გაუზრდის
- +

5 სექტემბერი. 2019. 14:23

 

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრისას თავისი მოსაზრება გამოხატა ჯარში გაწვევის თემასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ შესაბამისი პროგრამაა  ჩამოსაყალიბებელი, რათა ახალგაზრდებს  სამშობლოს სამსახურის და მოტივაცია  ჰქონდეთ და არა სადღაც სექტაში გაწევრიანების. - „მათ მოტივაცია უნდა ჰქონდეთ  იმის გამოც, რომ ჯარი უნდა აძლევდეს იმ განათლებას და უნარ-ჩვევებს, რომელიც შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგება. აქედან გამომდინარე ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორის გამოხატვა იმისა თუ რა უშლის ამას ხელს, არა მგონია, რომ შემაძრწუნებელი იყოს, პირიქით შეიძლება სწორი მესიჯიც არის საზოგადოებისათვის, და  რასაკვირველია ამას კონკრეტული საქმიანობა უნდა მოყვეს“.

 

მისი თქმით, პარლამენტის და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუშაობა და საქმიანი მიდგომა სწორედ იმ მიმართულებით გაიყვანს ამ საკითხს და ჩამოაყალიბებს.

 

მან ასევე ყურადღება გაამახვილა  საინფორმაციო ველში პოლიტიკური კამათისას ქვეყნისათვის დამაზიანებელი საუბრების ტენდენციაზე და ამასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს მიმართა, - „ჩვენ საკმაოდ ინტენსიურად გვიტევენ, გვიტევდნენ და ალბათ მომავალშიც აქტუალური დარჩება თემა, რომ საერთაშორისო სასამართლოს დონეზე არ არის ჩვენი ძალისხმევა იმის შესაბამისი რასაც ქვეყნის ინტერესების სრულფასოვანი დაცვა ქვია. ამასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ გარკვეული განმარტებები, არა მარტო ამ შეკითხვაზე პასუხით, არამედ მომავალშიც დაჭირდება ამ უწყებას, პროფესიონალურად რასაკვირველია, ყოველგვარი პოლიტიკური დატვირთვის გარეშე“.

 

უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვა დანარჩენ სამინისტროებს კოორდინაციას უნდა უწევდეს  არა მხოლოდ საოკუპაციო ხაზთან, არამედ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებით დასახლებულ რეგიონებშიც ვითარების გაუმჯობესებისათვის  გარკვეული სტრატეგიის განხორციელებაში. კერძოდ, მისი თქმით,  „ასეთ რეგიონებში სახელმწიფო მინისტრმა არა მარტო ჰუმანიტარულ-სოციალური  და საგანმანათლებლო პროცესები უნდა აკონტროლოს (თუ სწორი სიტყვაა), არამედ საერთოდ იქაური მდგომარეობა ყველა მიმართულებით. მაგალითად სარწყავი თუ სასმელი წყლით მომარაგება, და ყველა სხვა საკითხი, რომელიც ეხება ბიზნესს, ეკონომიკას, ქართული ენის სწავლას, და სხვა. ეს ანალიზი უნდა დგებოდეს, და არა მგონია ამისთვის საკადრო შემადგენლობის გაზრდა არის საჭირო. სამინისტროებს ამის რესურსი გააჩნიათ, ვფიქრობ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუ არა ძირითადი სამუშაო ამ მიმართულებით“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner