logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: გვინდა, ე.წ. უდოს კომისიის კრიტერიუმები უფრო დავხვეწოთ და პატიმარს მივცეთ მეტი შანსი
- +

5 სექტემბერი. 2019. 15:38

 

 

„ჩვენ გვინდა, ე.წ. უდოს კომისიის კრიტერიუმები უფრო დავხვეწოთ და პატიმარს მივცეთ უფრო მეტი შანსი, აჩვენოს საზოგადოებას, რომ რესოციალიზაცია განიცადა“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

 

თეა წულუკიანის თქმით, საპატიმრო ღონისძიების ნაცვლად, იგეგმება ელექტრონული მონიტორინგისა და სამაჯურების უფრო აქტიურად გამოყენება.

 

„ახლებური მიდგომა, საბაზისო პრინციპი რაც ჩვენ გვაქვს არის ის, რომ იმ პატიმარს რომელსაც ე.წ. უდო ეკუთვნის, ეს უდო მან მიიღოს. ეკუთნის თუ არა პატიმარს უდო, აქ საბაზისო კრიტერიუმები არსებობს, მაგრამ ჩვენ გვინდა, ეს კრიტერიუმები უფრო დავხვეწოთ და პატიმარს მივცეთ კიდევ უფრო მეტი შანსი, რომ საზოგადოებას აჩვენოს, რომ რესოციალიზაცია განიცადა. მაგრამ პატიმარმა ეს რომ აჩვენოს, ამისთვის საჭიროა რესოზიალიზაცია/რეაბილიტაციის ბევრი პროგრამა. ჩვენ ასევე ვგულისხმობთ იმას, რომ ელექტრონული მონიტორინგი და სამაჯურები უფრო აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენ შარშან უდოს კომისიის ფარგლებში, 100 სამაჯური გამოვიყენეთ, რაც უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია და ამას ჩვენ გავაგრძელებთ იმ პატიმრებისთვის, ვინც უბრალოდ საზოგადოებას აღარ სჭირდება საპატიმროში და შეუძლიათ სამაჯურის მეშვეობით მათზე საზოგადოებამ კონტროლი განახორციელოს“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner