logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის არჩევანია აირჩევენ სასტვენებს, თუ აირჩევენ მწვავე კითხვებს და მოუსმენენ პასუხებს
- +

8 სექტემბერი. 2019. 18:53

 

„შესაძლოა, არის უფრო გემოვნებიანი, უფრო დახვეწილი ოპონირების ფორმები, მაგრამ ეს არის ოპოზიციის არჩევანი, ისინი აირჩევენ სასტვენებს, თუ აირჩევენ მწვავე კითხვებს და მოუსმენენ პასუხებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის ოპოზიციის პროტესტს გამოეხმაურა.

 

„სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ პასუხებისგან გაქცევაც, რაც არ არის ევროპული ოპოზიციის სტილი და ევროპული ოპოზიციის კულტურა. ოპოზიციის ამოცანა და მოვალეობაა პარლამენტში ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას, დასვას კითხვები და მოისმინოს პასუხები. აი, ეს არის ის, რაც ამ კვირის განმავლობაში ვნახეთ, ვნახეთ ის, რომ მთავრობა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მზად იყო ყველა კითხვაზე გაეცა პასუხები. სწორედ ეს არის საპარლამენტო ზედამხედველობის არსი, რომ მომდევნო პერიოდში პარლამენტი იქნება ადგილი, სადაც კითხვებს გაეცემა პასუხები“, - აცხადებს თალაკვაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner