logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ბევრი საქმეა - ჩვენი თანამოქალაქეები მთავრობის მხრიდან ქმედით გადაწყვეტილებებს ელოდებიან
- +

8 სექტემბერი. 2019. 18:54

 

„არის ბევრი საქმე, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მთავრობის მხრიდან ქმედით გადაწყვეტილებებს ელოდება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განუცხადა.

 

„საქართველოს ჰყავს განახლებული მთავრობა. არის ბევრი საქმე, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ელოდება მთავრობის მხრიდან ქმედით გადაწყვეტილებებს, ადგილზე პრობლემების მოგვარებას და ჩვენი მოლოდინი და საზოგადოების დავალებაც სწორედ ეს არის მთავრობისა და ხელისუფლების მიმართ, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას და საქმე, რომელიც რჩება, გაკეთდეს დროულად და ეფექტურად. როგორც ნახეთ, პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში არაერთხელ გამახვილდა ყურადღება იმაზე, რომ მთავრობის ერთ-ერთი ამოცანა ეფექტურობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დაჩქარება იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არაერთი მოქალაქე ელოდება სწორედ ამ გადაწყვეტილებებს.

 

პარლამენტს აქვს ძალიან დატვირთული განრიგი საშემოდგომო სესიაზე, იმ მნიშვნელოვან საქმეებთან ერთად, რომლის გაკეთებასაც მთავრობა შეეცდება და განახორციელებს. ჩვენ მთელი რიგი საკანონმდებლო რეფორმები გვაქვს წინ, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ხელისუფლებას და მთავრობას დაეხმარება, რომ ეს ამოცანები ეფექტურად გადაწყვიტოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.

 

შეგახსენებთ, პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner