logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარია საუკეთესოდ უხელმძღვანელებს ჩვენს გუნდს
- +

8 სექტემბერი. 2019. 18:54

 

„დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარია საუკეთესოდ უხელმძღვანელებს ჩვენს გუნდს და ნამდვილად შევძლებთ ყველა დაპირების შესრულებას“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

 

„ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან და ნამდვილად ბევრჯერ მქონია საშუალება მომესმინა, რომ ისინი ამ შემთხვევაში მხარს უჭერდნენ მთავრობასაც, ბატონ გიორგი გახარიასაც და დეპუტატებშიც თქვენ ნახეთ ეს მხარდაჭერა. რაც შეეხება კითხვას, ვინ იყო ათასობით ადამიანი, ის ათასობით ადამიანი, რომლებიც იდგნენ პარლამენტის წინ, პირველ რიგში იდგნენ იმ ჩვენი ეროვნული ღირსების შელახვის წინააღმდეგ, როდესაც ჩვენ ბატონი გავრილოვი ვიხილეთ პარლამენტის სპიკერის სავარძელში. ამ პროტესტს ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“, სრულად იზიარებდა. ამ პერიოდის განმავლობაში ამ თემაზე ჩვენც გვქონდა არაერთხელ გამოთქმული მოსაზრებები. ქმედებებშიც გამოისახა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარ თავზე აიღო ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს ადამიანები, ნამდვილად, არანაირად არ იყვნენ დაკავშირებულნი ბატონი გიორგის მხარდაჭერა-არმხარდაჭერასთან“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner