logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა გვექნება
- +

9 სექტემბერი. 2019. 19:36

 

 

„კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა გვექნება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„კორუფციასთან ბრძოლა ნებისმიერ განვითარებულ სახელმწიფოში არის ერთ-ერთი მუდმივი ბრძოლა. შესაბამისად, მიღწევებით, რომელიც ჩვენ გვქონდა, ან დღეს გვაქვს არ შეიძლება დავკმაყოფილდეთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ კორუფცია საბოლოოდ დამარცხებულია. გარწმუნებთ, რომ თითოეული ფაქტი, რაც კორუფციას უკავშირდებოდა და გახდა ცნობილი სახელმწიფოსთვის, იყო რეაგირება და კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობა დადგა. დღგ-ს შემოსავლებთან დაკავშირებითაც 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფება ამ მომენტისთვის პატიმრობაში და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ მომავალშიც კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა გვექნება. მივესალმები, რომ პრემიერმა ამაზე აქცენტი გააკეთა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner