logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია საუბრობს მხოლოდ ემზარ კვიციანზე, მაგრამ თავს არიდებენ პარლამენტზე ძალადობრივი შეტევის შეფასებას
- +

9 სექტემბერი. 2019. 20:09

 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი, რადგან ოპოზიცია საუბრობს მხოლოდ ემზარ კვიციანზე და „თავს არიდებს იმ ძალადობრივი შეტევის შეფასებას პარლამენტზე, რომლსაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს“.

 

„რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარის ან რომელიმე პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის, რა რეაგირება იქნება შესაძლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით. ცალსახად მინდა, რომ ნებისმიერი სახის პროვოკაციებსა და ძალადობას პოლიტიკაში გავემიჯნო.

 

სამწუხაროა, რომ ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოც“ არ აკეთებდნენ შეფასებას მაგალითად, 20 ივნისის მოვლენებზე, დღის მეორე ნახევარში პარლამენტზე ძალადობრივ შეტევასთან მიმართებით.

 

სამწუხაროა, რომ აქაც ხშირად გამოიყენება ორმაგი სტანდარტი. მაგალითად, ისინი საუბრობენ ბატონ კვიციანზე, მაგრამ თავს არიდებენ იმ ძალადობის შეფასებას და იმ ძალადობრივი შეტევის შეფასებას პარლამენტზე, რომლსაც ადგილი ჰქონდა. ამიტომ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები, თუ ემზარ კვიციანს ვაფასებთ, ასევე უნდა შევაფასოთ ერთი პოლიტიკური ჯგუფის პარლამენტზე ძალადობრივი შეტევაც“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner