logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ვანო მერაბიშვილი უკვე პოლიტიკური წარსულის ნაწილია
- +

9 სექტემბერი. 2019. 20:15

 

 

„ვანო მერაბიშვილი უკვე პოლიტიკური წარსულის ნაწილია. მისი რეიტინგი ყოველთვის მიბმული იქნება მისი თანაგუნდელების რეიტინგზე და საზოგადოების დაბალ ნდობაზე მათ მიმართ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შესაძლო სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით განუცხადა.

 

„ვფიქრობ, ბატონი მერაბიშვილი უკვე არის პოლიტიკური წარსულის ნაწილი. როგორ შეძლებს მომავალში თავის საქმიანობის ხელახლა დაწყებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მასზე დამოკიდებული. მისი რეიტინგი ყოველთვის მიბმული იქნება მისი თანაგუნდელების რეიტინგზე და იმ დაბალ ნდობაზე, რომელიც საზოგადოებას აქვს ამ გუნდის მიმართ, რომელიც ხელისუფლებაში იყო. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საზოგადოების ნდობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები ფეხქვეშ გაეთელათ. შექმნეს ფასადური დემოკრატია, შექმნეს ადვილი და იაფიანი დემოკრატია. საბოლოოდ, ამან ქვეყანა მიიყვანა კრიზისამდე. ამაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იზიარებდა მერაბიშვილიც. თუ რა განმარტებები ექნება, რა პასუხებს გასცემს საზოგადოებას, როდესაც პენიტენციურ სისტემას დატოვებს, ამას საზოგადოება დაინახავს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner