logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
- +

9 სექტემბერი. 2019. 21:06

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი მიიღო.

 

 

არჩილ თალაკვაძემ მინისტრს საქართველოში ვიზიტისა და ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ და ლიეტუველ ხალხს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ლიეტუვასთან კავშირების კიდევ უფრო განმტკიცება საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხია.

 

შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესები, ასევე, მიმდინარე საარჩევნო რეფორმა და ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და ამ გზაზე არსებულ გამოწვევებზე.

 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინირებული მუშაობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner