logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „ქართული ოცნების" პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს
- +

10 სექტემბერი. 2019. 10:27

 

„ქართული ოცნების" პირობებში ჟურნალისტებს მუშაობაში ვერავინ შეზღუდავს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასაშუალებებზე დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

 

„რუსთავი 2“ არსებობს, „რუსთავი 2“ იყო და იქნება ყოველთვის. ასევე, სხვა მედიასაშუალებებს არანაირი პრობლემა არ ემუქრებათ, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში. როდესაც „ქართული ოცნება“ არ იქნება, მიჭირს საუბარი, რა იქნება, თუმცა „ქართული ოცნების" პირობებში არც ერთ მედიასაშუალებას, არც ერთ სააგენტოს, ჟურნალისტებს მუშაობაში ვერავინ შეზღუდავს, ვერავინ შეუშლის ხელს, რაც არ უნდა კრიტიკული იყოს ის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner