logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: მთავრობა მუშაობაში გამოავლენს თავის ეფექტურობას, ძალაუფლების კონცენტრაციაზე ლაპარაკი კი სრული აბსურდი მგონია
- +

10 სექტემბერი. 2019. 02:06

 

 

„ერთადერთი, რაც მმართველ ძალას სჭირდება, ეს არის მოსახლეობისთვის ეფექტური მმართველობის ჩვენება იმისთვის, რომ სურვილი ჰქონდეთ, ჩვენს პოლიტიკურ ძალას ნდობა გამოუცხადონ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე 2020 წლის არჩევნებზე მობილიზებისთვის დაინიშნა.

 

„ერთადერთი, რაც მმართველ ძალას სჭირდება, ეს არის მოსახლეობისთვის ეფექტური მმართველობის ჩვენება იმისთვის, რომ სურვილი ჰქონდეთ, ჩვენს პოლიტიკურ ძალას ნდობა გამოუცხადონ. ერთადერთი ეს არის, მეტი ინტერესი, ბუნებრივია, ვერ იქნება. გადაწყვეტილება მიღებულია და დანარჩენი, მთავრობა მუშაობაში გამოავლენს თავის ეფექტურობას. რაც შეეხება ძალაუფლების კონცენტრაციას, ამაზე ლაპარაკი სრული აბსურდი მგონია. დეკონცენტრაციისთვის ყველაზე მაქსიმუმი რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება. იცით, რომ პარლამენტი იხილავს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. საარჩევნო სისტემის ცვლილება უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითი იყოს, ბევრი პოლიტიკური ძალა იყოს შიგნით, ძალაუფლების განაწილების პროპორცია იყოს განსხვავებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა ქვეყანაში“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner