logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე: ამ პროცესს ლეგიტიმაცია არ გააჩნია
- +

10 სექტემბერი. 2019. 02:29

 

„მზად ვართ აფხაზურ საზოგადოებასთან გვქონდეს დიალოგი, განვახორციელოთ არაერთი პროექტი, რომელიც, პირველ რიგში, მოსახლეობის კეთილდღეობისაკენ იქნება მიმართული“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

 

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფო რჩება გაცხადებული კურსის ერთგული და დიალოგის საჭიროება დღეს ისე დგას, როგორც არასდროს.

 

„ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ - არც ე.წ. პირველი ტური და არც ე.წ. მეორე ტური ამ მხრივ ერთმანეთისაგან არ განსხვავდება - ე.წ. არჩევნების პროცესს არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმაცია სამართლებრივად. რა თქმა უნდა, იმ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი გამოდევნილია და მათი ნება უგულებელყოფილია.

 

გარდა იმისა, რომ შედეგები არალეგიტიმურია, სიტუაცია შიგნით საკმაოდ დაძაბული და არაერთგვაროვანია, რაც ე.წ. შიდა პოლიტიკურ პროცესებში იგრძნობა. საზოგადოების განწყობები საკმაოდ კრიტიკულია ზოგადად სიტუაციის მიმართ, რომელიც წლების განმავლობაში რეგიონში მზარდი მილიტარიზაციისა და ძალიან ბევრი სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემის ფონზე ჩამოყალიბდა. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ პროცესები მშვიდობიანად წარიმართოს და მოსახლეობის უსაფრთხოებას რაიმე რისკი არ შეექმნას. მოსახლეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner