logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ისტორიის წაკითხვა შეუძლიათ, მაგრამ გადაწერა და შეცვლა არა
- +

10 სექტემბერი. 2019. 18:32

 

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ ჩვენი ქვეყნის ისტორიის გადახედვაზე - საქართველოს ისტორიის წაკითხვა შეუძლიათ, მაგრამ გადაწერა და შეცვლა არა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს.

 

„ისტორიული თემების პოლიტიკური კონიუქტურის ნიშნით გამოყენებას მივიჩნევთ ძალიან სარისკო საქმედ, განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, როგორიც კავკასიაა. ჩვენი არჩევანი არის არა ახალი კონფლიქტური თემების ძიება, ან ძველი ჭრილობების გახსნა, არამედ ოსებთან და აფხაზებთან საერთო ენის გამონახვა, ხოლო მეზობლებთან - პრობლემების მოგვარება. სხვაგვარი მოკლე პოლიტიკური ხედვა უპერსპექტივოდ და სახიფათოდ მიგვაჩნია“, - აცხადებს თალაკვაძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner