logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საერთაშორისო კონფერენციებს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
- +

10 სექტემბერი. 2019. 20:17

 

„საერთაშორისო კონფერენციებს, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, გეგმებს, ამბიციებს უკავშირდება, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - ოფიციალური პირები, რომლებიც ევროკავშირის და აშშ-ს მხრიდან მაღალი დონის კონფერენციებში მონაწილეობენ, მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - აღნიშნული განცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

 

„ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მომავალს, რომელიც დემოკრატიის გაძლიერებაზე, ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, თუ რა კამათი რა დისკუსიები შეიძლება მოხდეს ასეთ კონფერენციებზე, ეს ვერანაირად ვერ გახდება და ვერანაირად ვერ გამოიწვევს კითხვის ნიშნებს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ინტერესების მიმართ, იმიტომ, რომ ეს თანამშრომლობა არსებობს 25 წელზე მეტია, ეს თანამშრომლობა დამოკიდებული არ არის კონკრეტულ პიროვნებებზე. ეს არის ხალხებს შორის მეგობრობა, მთავრობებს შორის თანამშრომლობა და ურთიერთობები. რა თქმა უნდა, როგორც ოპოზიციას, ისევე ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება საკუთარი პოზიცია გამოხატოს, მაგრამ ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა იქნება, რომ ზოგად შეფასებებს ნუ გავაკეთებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

აქვე, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ის ირმა ინაშვილს შევხვდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner