logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მზად ვარ შევთავაზო ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა ყველა პოლიტიკურ მხარეს და საზოგადოებას
- +

10 სექტემბერი. 2019. 21:26

 

„მედიასივრცე განიცდის ტრანსფორმაციას და არა შევიწროებას, როგორც ეს ხშირადაა წარმოჩენილი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილების მასპინძლობისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრანსფორმაცია და ახალი მაუწყებლების შექმნა იძლევა შესაძლებლობას, შევთანხმდეთ ქცევის წესებზე, თვითრეგულირებაზე - სიძულვილის ენისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ და ვკონცენტრირდეთ საერთო ბრძოლაზე, რადგან, არც ერთი საზოგადოება არ შეიძლება შედიოდეს საარჩევნო პროცესში დეზინფორმირებული, არ შეიძლება საზოგადოებას წაართვა შესაძლებლობა იყოს ინფორმირებული.

 

როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მუშაობის პირველივე დღიდან, ჩემი საინაუგურაციო სიტყვიდან მხარეებს შერიგებისაკენ მოვუწოდებ. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება არ მეპასუხა არც ერთი მხარის შემოტევისათვის და არ ჩავრეულიყავი პოლიტიკურ ორთაბრძოლებში და დღესაც მზად ვარ შევთავაზო ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა ყველა პოლიტიკურ მხარეს და საზოგადოებას, რათა განსხვავებების მიუხედავად, ერთად გადავჭრათ არსებითი საკითხები.

 

საჭიროების შემთხვევაში, ასევე მზად ვარ ამ საკითხებში ჩავრთო უცხოელი პარტნიორები და თქვენ. თქვენ შეგიძლიათ იყოთ მიუკერძოებლობის გარანტი, რომელიც სამწუხაროდ, კვლავ გვჭირდება ერთმანეთის ნდობისთვის.

 

ჩვენ გვაქვს საშინაო და საგარეო გამოწვევებით აღსავსე გზა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზის ბოლოს არის ის საქართველო, რომელზეც ყველა ვოცნებობდით და ვოცნებობთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner