logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ტყუილს უნდა დაერქვას თავისი სახელი
- +

11 სექტემბერი. 2019. 11:12

 

 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს შორის მთავარ გამოწვევად ტყუილთან დაპირისპირება დაასახელა. მისი თქმით, ეს არის ინოვაცია ქართულ პოლიტიკაში.

 

გადაცემაში მდინარაძემ გაიხსენა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული სიცრუის რამდენიმე კონკრეტული მაგალითი, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის დავა შვეიცარიულ ფინანსურ კომპანიასთან.

 

„საუბარი იყო ძალიან დიდ თანხაზე. საბოლოოდ სასამართლომ დააკისრა აღნიშნულ კომპანიას 150 მლნ ფრანკის გადახდა. ერთ-ერთი პირი დააკავეს დანაშაულებრივი ქმედებისთვის. ამ დროს კი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართულ მედიასაშუალებაში დაიწერა სტატია, რომლითაც ლამის დააჯერეს საზოგადოება და გააჩინეს მოლოდინები იმისა, რომ დღე-დღეზე ბიძინა ივანიშვილს პასუხისგებაში მისცემდნენ. სტატიაში საუბარი იყო, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ახორციელებდა ზეწოლას კომპანიაზე. და რა იყო ზეწოლის ხერხი? ის, რომ დაზარალებულმა ადამიანმა სარჩელი შეიტანა და ის, რომ საკუთარ ფულს ითხოვდა. მსგავსი მაგალითები „მოდელირებულ ქრონიკაზე“ უარესი ვერსიაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

​მდინარაძემ, ასევე, გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელში, „დოიჩე ველეში“ გამოქვეყნებული სტატია გაიხსენა.

 

„ყველა ტყუილს უნდა დაერქვას თავისი სახელი“, – აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner