logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო განცხადება გააკეთა
- +

11 სექტემბერი. 2019. 15:37

 

 

 

 

ახალგაზრდული ცენტრი ლიდერი დავით ჩიხელიძე NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას ეხმიანება:

 

„NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო განცხადება გააკეთა,  - „ვფიქრობ, უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს NATO-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე, - მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება“.

 

ეს განცხადება ცალსახად მისაღები არის, რადგან ერთი მხრივ ჩვენ უარს არ ვამბობთ აფხაზეთზე და ოსეთზე, მაგრამ ამავდროულად ჩვენი სახელმწიფო ხდება უფრო ძლიერი, აღარ იქნება ე.წ. მცოცავი ოკუპაცია და ნებისმიერი საფრთხის და შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში,  ჩვენი ქვეყნის და სუვერენიტეტის დაცვის გარანტიას  NATO საკუთარ თავზე აიღებს. ეს არის შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, აუცილებელია, მთავრობამ აღნიშნულ საკითხზე დაიწყოს დისკუსია და  კონკრეტული/ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას,

 

ვიცი, ახლა ჩამქოლავთ, მაგრამ სანამ ჩამქოლავთ, ბატონი რასმუსენის პოზიცია  უკეთ გავიაზროთ, პირველ რიგში ვთქვათ, საქართველო NATO-ში გაწევრიანდება მხოლოდ მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით. იმ საზღვრებით, რომლებითაც ვართ გაწევრიანებული გაეროში, ხოლო მეხუთე მუხლი გავრცელდება საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე,  ასევე თქვათ, რომ  უკვე არსებობს პრეცედენტი, როცა NATO-ს წევრი, ორად გაყოფილი ქვეყანა გახდა,  კერძოდ, 1955 წელს NATO-ს წევრი გახდა დასავლეთ გერმანია,  ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ კი, ერთიანი გერმანია მიიღეს NATO-ში (1990 წელი) ანუ, აფხაზეთის და ოსეთის გარეშე NATO-ს წევრობა ამ ტერიტორიებზე უარის თქმას არ ნიშნავს, პირიქით ეს გვაძლევს შესაძლებლობას ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უფრო გაძლიერდეს და სწორედ განვითარების მაღალი დონით მიაღწიოს გაერთიანებას, ასევე მრავალი ქვეყანა აღნიშნავს, რომ NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, მათ მიმართ პარტნიორების და მეზობლების დამოკიდებულება  მკვეთრად შეიცვალა (რა თქმა უნდა, დადებითი კუთხით), რადგან როცა შენ ხარ NATO-ს წევრი და ესაუბრები თუნდაც მეზობლებს, შენი სიტყვა უფრო წონადი ხდება და შენც უფრო თავდაჯერებული ხარ, რადგან შენს უკან არა მხოლოდ შენი მოსახლეობა, არამედ  29 ქვეყანა არის (ადამიანური, ფინანსური,  სამხედრო რესურსით და ა.შ.) 

 

აღნიშნული ინიციატივა გახლავთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების და ტერიტორიების მშვიდობიანი დაბრუნების ახალი შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ასევე უნდა ვთქვათ, რომ ეს ადვილი არ იქნება.

 

ბატონი რასმუსენის  განცხადებას ახლავს ერთი დიდი „მაგრამ“, ეს „მაგრამ“ არის რუსეთი,  ჩვენ არ ვიცით, რა იქნება რუსეთის შემხვედრი ნაბიჯი, რა სახის პროვოკაციებს მოაწყობს, შესაბამისად, გვმართებს გონიერება და რისკების  ზუსტი  ანალიზი/განსაზღვრა, რომ  ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყოთ“, - აცხადებს ჩიხელიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner