logo_geo
eng_logo
გიგი წერეთელი საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
- +

11 სექტემბერი. 2019. 19:39

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი დღეს საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა.

 

შეხვედრის ძირითადი თემა იყო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასა და სომხეთს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობის საკითხები. კონკრეტულად, საუბარი შეეხო ყარაბახთან დაკავშირებულ საკითხებს და  ეუთო-ს ჩართულობას ამ პროცესებში.

 

„არსებობს ეუთოსი მინსკის ჯგუფი, რომელიც ყარაბახის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე მუშაობს და ჩვენც ვეხმარებით ამ პროცესს, თუმცა ბუნებრივია, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარების საფუძვლები და გასაღებიც არის თვითონ ქვეყნებში. აქ უნდა იყოს პოლიტიკური ნება იმისათვის, რომ მოხდეს მოგვარება, მოხდეს შერიგება და არ იყოს ფეთქებადსაშიში მდგომარეობა, რომელიც რეგიონში ამჟამად არის“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ ის არსებული კონფლიქტები, რომელიც რეგიონში არსებობს, ეს ეხება რუსეთ-საქართველოს თუ ყარაბახის კონფლიქტს, მთლიანად რეგიონალური განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორებია, ამიტომ მთავრი ამოცანაა, რომ ყველაფერი გაკეთდეს ამ კონფლიქტების მოგვარებისთვის და ამ გზას ხელისშეწყობა ჭირდება, რაშიც ეუთო აქტიურად არის ჩართული.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-სომხეთის, როგორც პარტნიორი ქვეყნებისა და მეგობარი ერების ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას კულტურული და ეკონომიური მიმართულებით.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner