logo_geo
eng_logo
გიორგი ჩოგოვაძე: აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება კიდევ ერთი წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯი იქნება
- +

11 სექტემბერი. 2019. 21:43

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე ქართულ დელეგაციასთან ერთად, რომელსაც მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს, დღეს ჩიკაგოში ამერიკის უმსხვილეს ავიაკომპანია UNITED AIRLINES-შეხვდება.

 

UNITED AIRLINES შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც American Airlines-ის მსგავსად, 1926 წელს დაარსდა. UNITED AIRLINES მსოფლიოში პირველი ავიაკომპანია იყო, რომელმაც სხვადასხვა სერვისები, მათ შორის, ბორტგამცილებლის თანამდებობა თავის საჰაერო ხომალდებზე პირველმა დანერგა.

 

გიორგი ჩოგოვაძის შეფასებით, რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო ერთადერთია, სადაც უაკანასკნელ წლებში საავიაციო ბაზარი უპრეცედენტოდ სწრაფად განვითარდა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ზრდის ტემპი 24 % გაიზარდა. 2018 წელს საქართველოს აეროპორტები 5,033,119 მგზავრს მოემსახურნენ, რაც თითქმის 4 ჯერ მეტია ვიდრე ეს 7 წლის წინ იყო.

 

„შეერთებულ შტატებთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით კიდევ ერთი წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯი იქნება. ჩვენი დელეგაცია ამ ვიზიტისთვის რამდენიმე თვეა ემზადება. მინისტრმა ნათია თურნავამ ამის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს დააანონსა. დღეს, ჩიკაგოში ვხვდებით ამერიკის უმსხვილეს ავიაგადამზიდავს, UNITED AIRLINES , რომელიც STAR ALLIANCE ერთ-ერთი დამფუძნებელია. შემდეგ კი უკვე ატლანტაში მეორე ამერიკულ გიგანტთან - DElTA AIRLINES-სთან გავმართავთ მოლაპარაკებებს. DElTA AIRLINES ავიაფლოტის სიდიდით, მგზავრთა გადაყვანის კუთხითა და მიმართულებების რაოდენობის მხრივ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიაა“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

 

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის განცხადებით, 2018 წელს საქართველოს აეროპორტები 5,033,119 მგზავრს მოემსახურნენ, რაც თითქმის 4 ჯერ მეტია ვიდრე ეს 7 წლის წინ იყო. სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, ქვეყნის საავიაციო ბაზრისადმი ინტერესის გაზრდას ხელი შეუწყო საქართველოს მხრიდან სამოქალაქო ავიაციის სფეროში განხორციელებულმა ლიბერალურმა პოლიტიკამ, პირდაპირი რეისების განხორციელებამ და ახალი ავიაკომპანიების შემოსვლამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner