logo_geo
eng_logo
პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ
- +

20 სექტემბერი. 2019. 10:32

 

 

საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ.

სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საფრთხეებზე და ამ მხრივ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებს.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გია ვოლსკის განცხადებით, გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა დახურულ ფორმატში აჯობებს.

საპარლამენტო ოპოზიციას ქეთევან ციხელაშვილთან საოკუპაციო ზოლზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ექნება კითხვები.

ცნობისათვის, მინისტრის საათი საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner