logo_geo
eng_logo
გიორგი გახარიამ და საქართველოში „EUMM“-ის ხელმძღვანელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს
- +

7 ოქტომბერი. 2019. 15:33

 

 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელ ერიკ ჰოგის შეხვედრის მთავარი თემა.

 

საუბრისას აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის სოფელ ჩორჩანას და გუგუტიანთკარის მიმართულებით, ასევე ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ადგილობრივი მცხოვრებლების დაკავება, მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და უხეშად არღვევს ადამიანთა უფლებებს.

პრემიერმა ხაზი გაუსვა დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ შექმნილი მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებაში EUMM-ის საქმიანობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

 

გიორგი გახარიამ ასევე ყურადღება გაამახვილა „EUMM“-ის, როგორც ადგილზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის როლზე დაძაბულობის შემცირებასა და ადგილზე მშვიდობის შენარჩუნებაში. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner