logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე „ვაშინგტონ თაიმსის“ სტატიაზე: ეს იყო პასუხი შიდა სპეკულაციებზე, რომლებსაც არ ერიდებოდნენ ჩვენი ოპონენტები
- +

8 ოქტომბერი. 2019. 19:00

 

„ეს იყო პასუხი შიდა სპეკულაციებზე, რომლებსაც არ ერიდებოდნენ ჩვენი ოპონენტები“, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ვაშინგტონ თაიმსში“ საქართველოსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას.

 

მისი თქმით, დასავლურმა პრესამ ამ დღეებში მთავარი გზავნილი გაახმოვანა.

 

„ყველაზე მთავარი და ხაზგასასმელი, რაც შეიძლება ამ სტატიიდან აღინიშნოს, - ავტორი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიდის თავის ქვეყანასთან ერთად და ქვეყანა ამ მიმართულებით მიჰყავს, უნდა ჰქონდეს საკუთარი ხალხის, ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერა. მით უმეტეს, როდესაც ამას აკეთებს რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისა და გარკვეული საფრთხეების გამორიცხვის პარალელურად. აქედან გამომდინარე, ეს იყო მთავარი გზავნილი, რაც დასავლურმა პრესამ გაახმოვანა ამ დღეების განმავლობაში. ეს იყო მათ შორის პასუხი შიდა სპეკულაციებზე, რომლებსაც არ ერიდებოდნენ და არ იზარებდნენ ჩვენი ოპონენტები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

გამოცემა „ვაშინგტონ თაიმსი“ საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველოს საკვანძო მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური სტრატეგიების მიმდინარე გადათამაშებაში. სტატიის ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობაზეც საუბრობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner