logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: არც ერთ გადაწყვეტილებაზე პოლიტიკურ განწყობებს გავლენა არ მოუხდენია
- +

9 ოქტომბერი. 2019. 12:52

 

 

„არც ერთ გადაწყვეტილებაზე პოლიტიკურ განწყობებს გავლენა არ მოუხდენია“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

 

დეპუტატის შეკითხვაზე: რამდენად დამოუკიდებლად გრძნობთ თავს თქვენს პროფესიაში, რადგან თქვენი საქმიანობის დიდი ნაწილი მმართველ გუნდს უკავშირდება და რამდენად შეძლებთ, იყოთ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მსაჯული? თადუმაძემ განმარტა:

 

„შემიძლია ვთქვა თამამად, რომ დღეს მნიშვნელოვან თანამდებობას ვიკავებ და პასუხისმგებელი ვარ ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც წელიწად-ნახევრის განმავლობაში ნებისმიერმა პროკურორმა საქართველოს პროკურატურაში მიიღო და არცერთი გადაწყვეტილება არ იყო პოლიტიკური ნიშნით, ჩემზე პოლიტიკურ განწყობებს გავლენა არ მოუხდენია. ბუნებრივია, კარგად იცით, რომ პროკურატურა პოლიტიკურ განწყობებზე არ მუშაობს. მესმის, რომ საკმაოდ სერიოზული კითხვებია პროკურატურის ეფექტურ საქმიანობასთან დაკავშირებით, არის პრობლემები, ბუნებრივია, მაგრამ ის, რომ პროკურატურა მოქცეულია პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, ასეთი შემთხვევა არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ საქმიანობაშიც, მაქსიმალურად დამოუკიდებელი ვიქნები“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.  

 

 

right_banner
არქივი
right_banner