logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: NATO-ს წევრი არ გვქვია, მაგრამ ამ ოჯახში ვითვლებით ძლიერ პარტნიორად
- +

15 ოქტომბერი. 2019. 10:26

 

„ჩვენ NATO-ს წევრობამდე გარკვეული დრო გვჭირდება, მაგრამ ეს დრო უნდა გამოვიყენოთ, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის როგორც ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების მიმართულებით“, - ამის შესახებ „პირველ არხს“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ლონდონში NATO -ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ირაკლი სესიაშვილის თქმით, ნატო-საქართველოს ურთიერთობა შინაარსობრივად და ხარისხით მაღალი ინტენსივობით ხასიათდება.

 

„მორიდების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოსა და NATO -ს ურთიერთობა ხასიათდება ძალიან მაღალი ინტენსივობით, როგორც შინაარსობრივად, ისე თავისი ხარისხით. NATO -ს წევრი სახელმწიფოები აღიარებენ იმ პროგრესს და წარმატებებს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აღწევს, აფასებენ ჩვენს მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში და ასევე მხარს გვიჭერენ და გვეხმარებიან ჩვენი თავდაცვის და უსაფრთხოების განვითარებაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიახ, ჩვენ NATO -ს წევრობამდე გარკვეული დრო გვჭირდება, მაგრამ ეს დრო ჩვენ თვითონვე უნდა გამოვიყენოთ, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის როგორც ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების მიმართულებით. აქ გვყავს რეალური პარტნიორები, შეიძლება წევრი არ გვქვია, მაგრამ ჩვენ ამ ოჯახში ვითვლებით ძლიერ პარტნიორად, რაც ახსენა კიდეც იენს სტოლტენბერგმა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner