logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მაჟორიტარულ სისტემაზე შეთანხმებული პოზიცია მმართველ გუნდში არ არსებობს
- +

19 ნოემბერი. 2019. 16:20

 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მაჟორიტარულ სისტემაზე რაიმე შეთანხმებული პოზიცია მმართველ გუნდში არ არსებობს.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას არჩილ თალაკვაძე დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი უფლებაა, პოზიცია ჰქონდეთ.

 

„ეს არის იმ მაჟორიტარი დეპუტატების პოზიცია, რომელთაც სამწუხაროდ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს. მათ უფლება აქვთ, თავისი პოზიცია ჰქონდეთ, მაგრამ საკანონმდებლო ჭრილში ასეთი პროცესის ინიცირება გაწერილია კანონით და წესების გარეშე შეუძლებელია, წინადადება დაინიცირდეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით, განცხადება დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner