logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპოზიციასთან დიალოგი გაგრძელდება
- +

30 ნოემბერი. 2019. 19:34

 

 

„ოპოზიციასთან დიალოგი გაგრძელდება“, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მმართველი პარტიის და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„უცხოელების მხრიდან იყო შეთავაზება, რომ იქნება რაიმე ისეთი მოიტანონ შემდეგი შეხვედრისთვის, რომელიც მათი აზრით, შეესაბამება საკონსტიტუციო მოთხოვნებს. ამ თემაზე, რომ გითხრათ, ყველა შევთანხმდით-თქო, ვერ იქნებოდა ასე. არ აღიარებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი განცდა დარჩა ამ შეხვედრიდან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიცია აკეთებს განცხადებებს, რომლებიც ხელს არ უწყობს დიალოგის გაგრძელებას და დესტრუქციაა.

 

„ვფიქრობ, არის მიზანი, ეს დესტრუქცია რაღაცნაირად ჩვენ გადმოგვბრალდეს“, – აღნიშნავს ვოლსკი.

 

გიორგი ვოლსკის თქმით, დიალოგი გაგრძელდება.

 

ამასთან, პირველმა ვიცე-სპიკერმა განაცხადა, რომ სამოქალაქო აქტივისტებისთვის დასწრებაზე უარი არ უთქვამთ.

 

„სამოქალაქო აქტივისტების განცხადება შუა მოლაპარაკების დროს წავიკითხე, გამომიგზავნეს ტელეფონით – რაც დარბაზში ხდება, მასხარაობა არისო და თუ ჰგონიათ, რომ ეს წაადგებოდა ჩვენ საქმეს, ასე არ არის“, -განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

 

 

 

ავტორი - თამარ ნადარეიშვილი

right_banner right_banner
არქივი
right_banner