logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: შეხვედრა და საუბარი ყოველთვის საჭიროა, დღევანდელი შეხვედრა ნორმალური პოლიტიკური პროცესის ნაწილია
- +

30 ნოემბერი. 2019. 22:06

 

„შეხვედრა და საუბარი ყოველთვის საჭიროა. დღევანდელი შეხვედრა ნორმალური პოლიტიკური პროცესის ნაწილია. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, ელჩებს ამ ფორმატის მხარდაჭერის და მონაწილეობისთვის“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

„ვნახე რამდენიმე გამოხმაურება ფორმატთან დაკავშირებით, რაც ძალიან სუბიექტურია. რეალობა არის ის, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეები, ხელისუფლება, ელჩები და ვენეციის კომისია. მომხრე ვარ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეები მომავალშიც შევიკრიბოთ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო და ეს ტრადიცია გახდეს - განვითარებულ დემოკრატიებში ეს პოლიტიკური კულტურის ნაწილია და ჩვენთანაც ასე იქნება. გასაგებია, ვისაც ეს არ მოსწონს რა პრობლემა აქვს - სურთ, რომ მხოლოდ თვითონ ისხდნენ მაგიდასთან, თუნდაც ზოგჯერ მარტო“,- განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner