logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არის ზედმეტი
- +

5 დეკემბერი. 2019. 13:31

 

„ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არის აბსოლუტურად ზედმეტი“, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს განცხადებები არის პოლიტიკურად მოტივირებული.

 

„ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არის აბსოლუტურად ზედმეტი და ეს არის პოლიტიკურად მოტივირებულები შეფასებები კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრივ. რაც შეეხება კონკრეტულ დაპირისპირებებს, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, ხშირ შემთხვევაში ცდილობენ ახალგაზრდების ჩარევას და ემოციურ ფონზე მათი ინტერესებისთვის გამოყენებას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

მისივე თქმით, სამართალდამცველები გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ არ მოხდეს არანაირი ძალადობის ფაქტი.

 

„ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ სამართალდამცველებმა გააკეთეს მაქსიმალური იმისათვის, რომ შუაში მდგარიყვნენ იმ დაპირისპირებულ მხარეებს შორის და ჩვენ არ მივსულიყავით რაიმე ფორმის დაზიანებებთან, რომელიც იქნებოდა გამოუსწორებელი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner