logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ არ დაგვირღვევია არც შიდა გუნდური წესები, არც პროცედურები
- +

6 დეკემბერი. 2019. 11:04

 

 

 

 

„იმედის“ გადაცემაში „დღის ამბები“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ არ მოხდა მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებულ საკითხზე შეჯერება, როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას გუნდის შიგნით.

 

„პარასკევს გაიმართება უმრავლესობის სხდომა. ჩვენ არ დაგვირღვევია არც შიდა გუნდური წესები, არც პროცედურები, როცა ბოლოს უმრავლესობის სხდომა გვქონდა მაჟორიტარები კომპრომისზე წავედით  იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის საარჩევნო პროცესს არ შევეხებოდით და დავტოვებდით შერეულ სისტემას, ეს კომპრომისი გავეცით, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ სუფთა მაჟორიტარულ, ამერიკულ  სისტემაზე  გადასვლას, ამისათვის ყველა პროცედურა დავიცავით ჩვენ გავდივართ ხალხში,  მათ უნდა ვკითხოთ.

 

ხომ არ ვჯიუტობთ, რომ მხოლოდ 10, თუნდაც 100 კაცის გადაწყვეტილებით  უნდა მივიღოთ ეს ცვლილება. ჩვენ გავდივართ ხალხში, ჩვენ უნდა ვკითხოთ ხალხს. ყველა მსჯელობს დღეს იმაზე როგორი სისტემა უნდა იყოს, მაგრამ არავინ არ ეკითხება ხალხს, პლებისციტი გაჟღერდა თუ არა, პირველ რიგში ოპოზიცია გამოვარდა ამის წინააღმდეგ, რას ჰქვია პლებისციტიო.

 

ჩვენ ხალხში გავალთ და  შევაგროვებთ 200 ათს ხელმოწერას. რადგან მათ სურთ, რომ საკუთრი წარმომადგენელი ჰყავდეთ პარლამენტში“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner