logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
- +

6 დეკემბერი. 2019. 11:11

 

 

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

 

სხდომაზე მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის ინიციატივას განიხილავენ, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

 

შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა წევრებმა. სრულად მაჟორიტარული სისტემა გაუმართლებლად და უპერსპექტივოდ მიაჩნია მაჟორიტარ დეპუტატს სიმონ ნოზაძეს. დეპუტატი ვარაუდობს, რომ პარტიის თავმჯდომარე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

 

„უმთავრესი ნაკლი ამ სისტემის ის იქნება, რომ არ მოხდება ახალგაზრდა პოლიტიკოსთა აღზრდა, იმიტომ, რომ ადგილებზე როგორც წესი, მაჟორიტარებად ირჩევენ იმ ადამიანებს, ვისაც გარკვეული ბეგრაუნდი გააჩნია და პოპულარულია. მე ეს ცვლილება უპერსპექტივო მგონია, რა თქმა უნდა, 11-ზე მეტი ეყოლება მხარდამჭერი, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ დააგროვებენ”, - აცხადებს სიმონ ნოზაძე.

 

ინიციატივას საინტერესოდ აფასებს კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ხაბარელი, თუმცა, ამბობს, რომ მისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად კიდევ უფრო მეტი არგუმენტის წარმოდგენაა საჭირო.

 

„მე ვფიქრობ, დისკუსიისთვის არანაირი პრობლემა არ არის, შეიძლება ამ დროსაც ვიმსჯელოთ, თუ როგორ უნდა მოვაწყოთ ჩვენი ქვეყანა და რა იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის. მოდით, ვისაუბროთ დღევანდელ დღეზე, რა იქნება 2024 წელს, ამას გვაჩვენებს დრო, შესაბამისად, ჩვენ უნდა შევეხოთ ყველა საკითხს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება. ამიტომ პროპორციულიც უნდა ვნახოთ როგორია, შერეულიც, მაჟორიტარულიც, ყველას უნდა შევეხოთ და საზოგადოებას გავაგებინოთ, რომელი იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის განსჯის საგანი, ჯერ კონსტიტუციას არ ვეხებით,“- აცხადებს შოთა ხაბარელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner