logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: გუნდში დამოკიდებულება არანაირად არ ქმნის იმის იმედსაც კი, რომ უმრავლესობა გაიხლიჩება
- +

6 დეკემბერი. 2019. 16:06

 

 

„მმართველ გუნდში კრიზისთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ გავახარებთ ვერავის, გუნდში დამოკიდებულება არანაირად არ ქმნის იმის იმედსაც კი, რომ უმრავლესობა გაიხლიჩება“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მედიას განუცხადა.

 

ვოლსკიმ საარჩევნო სისტემის თაობაზე მაჟორიტარების ინიციატივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას კატეგორიულად არ მიაჩნია სწორად ე.წ. ამერიკული მოდელი.

 

მისივე თქმით, მართველ გუნდს სხვადასხვა საკითხებზე განსხვავებული პოზიციები ახასიათებს, თუმცა დღეს ისინი ქვეყანას ვერ გაწირავენ და გუნდის გახლეჩა მიუღებელია.

„მმართველ გუნდში კრიზისთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ გავახარებთ ვერავის. მმართველ გუნდს ყოველთვის ახასიათებდა გარკვეულ თემებზე მწვავე კამათი, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ ვერ გავწირავთ ქვეყანას. გუნდის გახლეჩა და მთავრობის დატოვება პრაქტიკულად უმრავლესობის გარეშე და შემდეგ დამატებითი პრობლემები ჩვენი ხალხის კისერზე, ჩვენთვის მიუღებელია. ფორმა და დამოკიდებულება ერთმანეთშიც არანაირად არ ქმნის იმის იმედსაც კი (ზოგს აქვს ასეთი იმედი), რომ უმრავლესობა გაიხლიჩება და ამას დავადასტურებთ ძალიან მალე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

მისივე თქმით, ქვეყანას კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული, რომ 2024 წლიდან საარჩევნო სისტემა პროპორციულ საარჩევნო მოდელზე გადადის. მისი განცხადებით, 2024 წელს ახალი თაობის პოლიტიკოსების იმედი აქვს.

 

„კატეგორიულად არ მგონია, რომ საქართველოსთვის სწორი იყოს ე.წ. ამერიკული მოდელი. აშშ-მა პოლიტიკური ცხოვრების მთელი ისტორია შექმნა და ასევე მაჟორიტარული სისტემა მართვის ფორმებთან არის დაკავშირებული, სადაც საპრეზიდენტო მართვის ფორმაა და მთელი რიგი სახელმწიფო უწყებები არის ერთ სისტემაში მოქცეული. ეს საქართველოსთვის ადვილად გასაკეთებელი არ იქნება, სჭირდება სახელმწიფო სისტემის მართვის ცვლილება. არის მეორე საკითხიც, 2024 წელს, ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ პროპორციული არჩევნები არის მისაღები. პროპორციული არჩევნები კონსტიტუციურ ნორმად იმიტომ ვაქციეთ, რომ ახალი თაობის პოლიტიკური პარტიების იმედი გვაქვს, რომლებიც დაპირისპირების მიუხედავად, მშვიდობას მოუტანენ ქვეყანას და კოალიციური პასუხისმგებლობა, რაც დღეს, როგორც ჩანს, შეუძლებელია, ქვეყნის წინაშე ექნებათ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner